1. შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს პარტნიორთა კრება ამ კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. პარტნიორთა კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში გადაწყვეტილება შერწყმის/გაყოფის შესახებ მიღებულად ითვლება.
2. შერწყმის/გაყოფის გეგმასთან ერთად, პარტნიორთა კრებაზე კენჭი ეყრება შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტს, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ხოლო ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში - ახალი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტ