1. განცხადება შერწყმის/გაყოფის შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უნდა იყოს შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ვადის დაცვა არ არის სავალდებულო, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს ამ უფლების გამოყენებაზე. კრედიტორების უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე მუხლით.

2. რეესტრში შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) შერწყმის/გაყოფის გეგმა;

ბ) ცვლილებები შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდება;

გ) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა შერწყმის/გაყოფის გეგმა და ასევე პარტნიორთა კრების ოქმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) გადაწყვეტილება ახლადდაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე)      დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) შერწყმის/გაყოფის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სახელმწიფო დაწესებულების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს თანხმობა შერწყმაზე/გაყოფაზე, თუ ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

3. თუ შერწყმა/გაყოფა იწვევს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებას, რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს ყველა სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რაც საჭიროა შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.

4. შერწყმა/გაყოფა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციის შემდეგ დაუშვებელია შერწყმის/გაყოფის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება.

5. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციასთან ერთად მიერთებული ან დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდებ