1. რეორგანიზაციაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების კრედიტორებს, რეორგანიზაციის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში, უფლება აქვთ მოითხოვონ სამეწარმეო საზოგადოებისგან მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ დაამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მოთხოვნის უფლება აქვთ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნაც წარმოიშვა გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების ან შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება რეორგანიზაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოებების ობლიგაციების მფლობელების მიმართაც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეორგანიზაცია დამტკიცებულ იქნა ობლიგაციების მფლობელების კრების მიერ ან თითოეული მფლობელის მიერ ინდივიდუალურად.

3. წილის/აქციის გარდა სხვა ფასიანი ქაღალდის მფლობელებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული უფლებები, უნდა მიეცეთ იგივე უფლებები ახლად დაფუძნებულ/შემძენ/გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში, რაც ჰქონდათ რეორგანიზაციაში მყოფ სამეწარმეო საზოგადოებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ უფლებებში ცვლილებები დამტკიცებულ იქნა ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების კრების მიერ ან თითოეული მფლობელის მიერ ინდივიდუალურად, ან მოქმედებს პირობა, რომ ამ უფლებათა მფლობელებს ექნებათ ახლად დაფუძნებული/შემძენი/გარდაქმნილი კომპანიისგან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებ