1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, ერთ-ერთი პარტნიორის განცხადების საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. მნიშვნელოვან საფუძვლად ჩაითვლება, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია წესდებით ან კანონით მასზე დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორისთვის ამგვარი მოვალეობის შესრულება შეუძლებელია და ვეღარ ხდება სამეწარმეო საზოგადოების მიზნის მიღწევა.
3. პარტნიორს შეუძლია სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ სასამართლოში განცხადების შემტან პარტნიორს, განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში, სასამართლოს მეშვეობით შესთავაზოს მისი წილის გამოსყიდვა სამართლიან ფასად. ამ შემთხვევაში ყველა პარტნიორს უნდა მიეცეს თავისი წილის პროპორციულად გამოსყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუკი დარჩენილი პარტნიორები გადანაწილების სხვა წესზე არ შეთანხმდებიან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეთავაზების გაკეთებიდან 30 დღის ვადაში სამართლიან ფასზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გამოსყიდვის სამართლიანი ფასი დგინდება სასამართლოს მიერ.
5. წესდებით შეიძლება გამოირიცხოს ან ამ მუხლით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ შეიზღუდოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის მოთხოვნის უფლებ