1. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმიანობისას, ლიკვიდატორები სარგებლობენ იგივე უფლებებით და ეკისრებათ იგივე მოვალეობები, რაც ხელმძღვანელ პირებს, გარდა კონკურენციის აკრძალვისა.

2. ლიკვიდატორები ვალდებულნი არიან დაასრულონ მიმდინარე საქმეები, მოახდინონ აქტივების რეალიზაცია და შეასრულონ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები. ლიკვიდატორებს აქვთ უფლება, დადონ ახალი გარიგებები, თუ ეს ლიკვიდაციისთვის აუცილებელია.

3. ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობით.

4. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს, ლიკვიდატორებმა ყოველწლიურად უნდა შეადგინონ ფინანსური ანგარიშგებ