1. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს პარტნიორთა კრება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა 3/4-ის უმრავლესობით და თუ სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება პარტნიორთა შორის დაწყებული არ არის. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხმათა მეტი უმრავლესობის ან სხვა წინაპირობების აუცილებლობას.
2. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში რეგისტრაციისთვის წარედგინება ლიკვიდატორების მიერ. მათვე ეკისრებათ ვალდებულება, დაადასტურონ, რომ პარტნიორთა შორის სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება ჯერ დაწყებული არ არის.
3. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია მხოლოდ რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდე