1. თუ წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, ლიკვიდაციაში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.

2. თუ შენატანები სრულად არ იყო შეტანილი, თავდაპირველად ხდება შენატანების ან მათი ღირებულების დაბრუნება, ხოლო ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.

3. თუ ქონება საკმარისი არ არის შენატანების დასაბრუნებლად, ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად, ხოლო თუ შენატანები სრულად არ იყო შეტანილი - განხორციელებული შენატანების პროპორციულა