ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს დოკუმენტაციის შექმნიდან, ხოლო თუ ეს დოკუმენტაცია მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების მიერ დადებულ ხელშეკრულებას - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 6 წლის განმავლობაში უსაფრთხო ადგილას, რომელსაც განსაზღვრავენ ლიკვიდატორები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ლიკვიდატორის ან პარტნიორის განცხადების საფუძველზე – სასამართლო. ყოფილ პარტნიორებსა და კრედიტორებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ გაეცნონ ამ დოკუმენტაციას, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინები