1. ლიკვიდაციის პროცესს ხელმძღვანელობენ საწარმოს ხელმძღვანელი პირები ერთობლივად, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდება ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ითვალისწინებს სხვა პირების დანიშვნას ლიკვიდატორებად.

2. იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი.

3. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

4. პარტნიორთა კრება უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლიკვიდატორი დანიშნულია სასამართლოს მიერ.

5. სასამართლო, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, სამეწარმეო საზოგადოების რომელიმე პარტნიორის, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში - პარტნიორთა 10 პროცენტის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს განცხადების საფუძველზე უფლებამოსილია გაათავისუფლოს ან დანიშნოს ახალი ლიკვიდატორი. ამ პუნქტით დადგენილ საკითხს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით.

6. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში ლიკვიდატორების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებით მიმართვის უფლება ასევე აქვს პარტნიორს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული საბუთი ლიკვიდატორის დანიშვნის ან გათავისუფლების და მისი უფლებამოსილების შესახებ, ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუში, ხოლო თუ ლიკვიდატორი ხელმძღვანელი პირი არ არის, ასევე ლიკვიდატორის თანხმობა. ლიკვიდატორის ან მისი უფლებამოსილების ყოველი ცვლილებისას განცხადება რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ შეაქვთ ლიკვიდატორებ