1. სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება.
2. სადამფუძნებლო შეთანხმება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი.
3. სადამფუძნებლო შეთანხმებაზე ხელმოწერა მოწმდება სანოტარო წესით. სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ ხელმოწერა დადგენილი წესით დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მარეგისტრირებელი ორგანო) ან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა პირის მიერ ან ხელმოწერა შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. დასაშვებია სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერა წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერა