1. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, მედიატორის, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

2. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასში მუდმივად დასაქმებულია წარმოების მფლობელის ოჯახის არაწევრი 5 პირი მაინც. ასეთ შემთხვევაში, საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია მეწარმეთა სამართლებრივი ფორმების დაფუძნება.

3. თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ კანონით გათვალისწინებული მეწარმეთა სამართლებრივი ფორმებ