1. ყველა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების წესდება უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანს. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს, როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი.

გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.

2. სტანდარტულ წესდებებს საზოგადოებების ფორმების მიხედვით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი). მინისტრის მიერ სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელება ან მისი გაუქმება არ გამოიწვევს იმ სამეწარმეო საზოგადოების წესდების ცვლილების საჭიროებას, რომელსაც რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა იმ მომენტისათვის მოქმედი სტანდარტული წესდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდებაში ცვლილების განხორციელების/გაუქმების მიზეზს კანონის შესაბამისი ცვლილება წარმოადგენს, რომელიც ავალდებულებს სამეწარმეო საზოგადოებას წესდება მოიყვანოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან შესაბამისობაშ