1. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით ნაკისრ ვალდებულებებზე, უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების შემსრულებლები, რომელმაც გამოიწვია ვალდებულების წარმოშობა, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

2. სამეწარმეო საზოგადოების სახელით მის რეგისტრაციამდე მოპოვებული უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიერ მოწონების შემთხვევაში იქცევა სამეწარმეო საზოგადოების უფლებებად და ვალდებულებებად. ასეთ შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების შემსრულებლები, რომელმაც გამოიწვია უფლებების ან/და ვალდებულების წარმოშობა, თავისუფლდებიან ვალდებულებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებულ