1. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოსგან მიიღოს ამონაწერი.
2. ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისთვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. ამონაწერი მზადდება რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა საფუძველზე და ასახავს რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს ამონაწერის მომზადების მომენტისთვის.
3. რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეგისტრაციის მოთხოვნა ითვლება შესაბამისი პირის მიერ თანხმობად პერსონალური მონაცემების ამ მუხლით განსაზღვრულ დამუშავებაზე.
4. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოქვეყნებად ითვლება ფაქტის შესახებ ინფორმაციის ან დოკუმენტის განთავსება მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე.
5. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა, გამოქვეყნებას ექვემდებარება:
ა) რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მათში ყოველი ცვლილება;
ბ) სულ მცირე წელიწადში ერთხელ, სააქციო საზოგადოებაში განთავსებული კაპიტალის მოცულობა, თუ ეს მონაცემი რეესტრში რეგისტრირებულია
6. მეწარმის, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები პასუხისმგებელნი არიან ამ კანონით გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული მონაცემების რეესტრისთვის მიწოდებაზე. ამ ვალდებულების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი