1. კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს, სულ მცირე, შემდეგი მონაცემები:
ა) საფირმო სახელწოდება;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) საიდენტიფიკაციო ნომერი.
2. თუ საქმიან წერილზე ხდება კაპიტალზე მითითება, ეს მონაცემი უნდა შეეხებოდეს განთავსებულ კაპიტალსა და მის განაღდებულ ნაწილს.
3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდება უნდა მიუთითოს დანამატით „ლიკვიდაციის პროცესში”. იგივე წესი მოქმედებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზეც, რომელიც ვალდებულია მიუთითოს „გადახდისუუნარობის პროცესში“, ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის შესახებ - „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“.
4. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე ასევე უნდა მიეთითოს ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.
5. ყველა ის მონაცემი, რომელიც მიეთითება საქმიან წერილზე, ასევე უნდა მიეთითოს სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი