1. ეს კანონი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებს.

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა სხვაგვარი შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნორმა სავალდებულოდ შესასრულებელია, მათ შორის, როცა ნორმა უშუალოდ უკავშირდება მესამე პირის ინტერესის დაცვას.

3. სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომ - წესდება) ასევე შეიძლება მოწესრიგდეს საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული ამ კანონით, ან განივრცოს ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც ამომწურავად არ აწესრიგებს მოცემულ საკითხს.

4. სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონისგან განსხვავებული წესები მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზ