1. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:
ა) პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა;
გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;
ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
3. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში უნდა მიმართონ მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაციის განცხადებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო სასამართლოს ან ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე არეგისტრირებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში დაშლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმების 3/4-ის უმრავლესობით, სხვა შემთხვევებში კი - ყველა პარტნიორის მიერ ერთხმა