1. ქონების განაწილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვის და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 თვის გასვლის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების განაწილება შეიძლება მოხდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს.
2. თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ, ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულების სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდეგ.
3. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისთვის წარდგენილი იქნება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფ