1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე პარტნიორთა კრების იმ სხდომამდე 30 დღის განმავლობაში, რომელზეც უნდა დამტკიცდეს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასოდ.
2. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, საზოგადოების აქციონერთათვის უფასოდ ხელმისაწვდომობის მიზნით, სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში ან სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ანდა მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე, ასევე სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე შერწყმის/გაყოფის გეგმის დასამტკიცებლად მოწვეული პარტნიორთა კრების თარიღამდე სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი;
ბ) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებები შესადარისობის პრინციპის დაცვით;
გ) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შედგენილია შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნებამდე არაუადრეს მესამე თვის პირველ რიცხვში; სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული აქვს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება;
დ) შერწყმის/გაყოფის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორთა კრებასა და შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის მომზადების თარიღიდან კრების ჩატარების თარიღამდე პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ.
4. თუ ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ ხდება პარტნიორთა კრების მიერ გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება, გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორთა კრებასა და გაყოფაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს გაყოფის გეგმის პროექტის მომზადების შემდგომ პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაშ