1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები ამზადებენ შერწყმის/გაყოფის ანგარიშს, რომელიც დეტალურად უნდა განმარტავდეს:

ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის დებულებებს, მათ სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს;

ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მეთოდებს, აგრეთვე გადაცვლის თანაფარდობის შეფასებისას წარმოშობილ სიძნელეებს, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა;

გ) გაყოფის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ამ კანონის 166-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არაფულადი შენატანის შესახებ, შემძენი სააქციო საზოგადოებებისთვის ანგარიშის მომზადების შესახებ და მითითებას მის რეგისტრაციაზე მარეგისტრირებელ ორგანოში.

2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშის მომზადება არ არის სავალდებულო, თუ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი წერილობით უარს განაცხადებს ანგარიშის წარდგენაზ