1. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ნებისმიერი სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
2. გარდაქმნის შემთხვევაში, ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარები პასუხს აგებენ სოლიდარულად და პირადად, მთელი თავიანთი ქონებით, სამეწარმეო საზოგადოების იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშვა სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნამდე და, ამასთან, მოთხოვნა ვადამოსული გახდა გარდაქმნამდე ან გარდაქმნიდან არაუგვიანეს 5 წლის