1. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია დასაშვებია შემდეგი ფორმით:
ა) გარდაქმნა;
ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);
გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
2. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული შეტყობინების წესები.
3. ამ თავით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრულ