1. ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, გარდა ამ კანონის 174-ე მუხლით დადგენილი უფლებებისა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად უფლება აქვთ:

ა) შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოსგან მოითხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო, სააქციო საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამგვარი ასლებისა ან ინფორმაციის გაცემაზე;

ბ) მოითხოვონ სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მონისტურ სისტემაში ხელმძღვანელი ორგანოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევაში მოიწვიონ რიგგარეშე პარტნიორთა კრება.

დ) მოითხოვონ პარტნიორთა კრების დღის წესრიგში საკითხის გათვალისწინება ამ კანონის 193-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. სააქციო საზოგადოების წესდებამ აქციონერი ან პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქციონერთა ჯგუფი შესაძლოა აღჭურვოს სხვა დამატებითი უფლებები