1. სააქციო საზოგადოების ორგანოებს წარმოადგენს: პარტნიორთა კრება და ხელმძღვანელი ორგანო (მართვის მონისტური სისტემის არჩევისას) ან პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო (მართვის დუალისტური სისტემის არჩევისას).

2. სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მართვის დუალისტური ან მონისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებას, პარტნიორთა კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებას არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. გადაწყვეტილება მართვის სისტემის არჩევის შესახებ მიიღება სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას და აღინიშნება სააქციო საზოგადოების წესდებაში. გადაწყვეტილება მართვის სისტემის არჩევის შესახებ შეიძლება შეიცვალოს, თუ შეცვლას მხარს დაუჭერს პარტნიორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/