1. წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსისა და მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისას მორიგი პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონების შესახებ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ან ხმის უფლების მქონე აქციათა 10 პროცენტის მფლობელ აქციონერთა მოთხოვნით, სამეთვალყურეო საბჭოსა ცალკეული წევრებისა და ცალკეულ ხელმძღვანელ პირთა გაწეული მუშაობის მოწონება ხდება ცალკე კენჭისყრით.
2. გაწეული მუშაობის მოწონება არ ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს სააქციო საზოგადოების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგა