1. პარტნიორთა კრების მომზადებისას ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:

ა) კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;

ბ) კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმა;

გ) პარტნიორთა კრების დღის წესრიგი;

დ) პარტნიორთა კრების დანიშვნის შესახებ აქციონერებისთვის შეტყობინების ფორმა;

ე) აქციონერთათვის მისაწოდებელი მასალების ნუსხა და ამ მასალების გადაცემის წესი;

ვ) კრებაზე მონაწილეობის სააღრიცხვო დღე.

2. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვიტოს პარტნიორთა კრების ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხ