1. აუცილებლობის შემთხვევაში, კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერთა ჯგუფის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ.
2. აქციონერების წერილობით მოთხოვნაში კრების მოწვევის შესახებ მითითებული უნდა იყოს კრების მოწვევის აუცილებლობა, მიზანი, მიზეზები და დღის წესრიგი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ აქციონერის/აქციონერთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს დაამატოს დღის წესრიგის საკითხები.
3. თუ აქციონერების მოთხოვნა პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ არ დაკმაყოფილდება, აღნიშნულ აქციონერთა განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს პარტნიორთა კრების მოწვევის უფლებამოსილება და დანიშნოს კრების თავმჯდომარე.
4. რიგგარეშე პარტნიორთა კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოება