1. სააქციო საზოგადოების წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით პარტნიორთა კრება, მონაწილეთა ფიზიკური დასწრების ფორმასთან ერთად ან მის ნაცვლად, შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებათა გამოყენებით.
2. სააქციო საზოგადოების წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს აქციონერის მიერ ხმის მიცემა პარტნიორთა კრებამდე და მასზე დასწრების გარეშე წერილობით, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით. ამ ფორმით ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორთა კრების დაწყებამდე.
3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებათა გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის უსაფრთხოება, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.
4. სააქციო საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს პარტნიორთა კრების ვიდეო და აუდიო ტრანსლირება, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია, რაც საშუალებას მისცემს აქციონერებს, მიმართონ პარტნიორთა კრებას დისტანციურა