1. ბათილია ხელშეკრულება ან წესდების ჩანაწერი, რომლითაც აქციონერს ეკისრება ხმის უფლების განხორციელება ხელმძღვანელი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს მითითების მიხედვით.
2. ბათილია შეთანხმება, რომელიც ზოგადად ავალდებულებს აქციონერს ხმის უფლება გამოიყენოს სააქციო საზოგადოების ორგანოების მითითებების შესაბამისად.
3. აქციონერი ან მისი წარმომადგენელი ვერ გამოიყენებს ხმის უფლებას, თუ პარტნიორთა კრებაზე იხილება ამ აქციონერისთვის სააქციო საზოგადოების მოთხოვნის წაყენების ან მასთან გარიგების დადების საკითხი, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აქვს ინტერესთა კონფლიქტი ან ეს საკითხი სხვაგვარად პირდაპირ უკავშირდება მა