1. პარტნიორთა კრებას, სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ მოითხოვონ სააქციო საზოგადოებისთვის ორგანოთა წევრების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. პარტნიორთა კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს, რომ მათ მოითხოვონ თანამდებობის პირებისაგან მათ მიერ მოვალეობათა დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში. პარტნიორთა კრებას უფლება აქვს მოთხოვნის განხორციელების მიზნით დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელ