1. ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება. გასვლა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. გასვლის შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება დადგინდეს გასვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.

2. თუ წესდებაში შეიტანება ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის კოოპერატივის საქმიანობის საგანს, კოოპერატივიდან გასვლა შეუძლია:

ა)      პარტნიორთა კრების მონაწილე კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ მან გადაწყვეტილების მიმართ გამოხატა უარყოფითი პოზიცია, რაც შეტანილ იქნა ოქმში, ან თუ ოქმში ამ ინფორმაციის შეტანა უარყოფილ იქნა;

ბ) პარტნიორთა კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ იგი კანონის ან წესდების მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა დაშვებული კრებაზე, ან თუ დარღვეული იყო კრების მოწვევის პროცედურა, ან თუ გადაწყვეტილების საგანი ჯეროვნად არ იქნა გაცნობილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გასვლის შესახებ განცხადების შეტანა შეიძლება გადაწყვეტილების შესაბამისი წევრისთვის გაცნობიდან 1 თვის განმავლობაში. გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს, მაგრამ გამსვლელი წევრის მიმართ არ ვრცელდება წესდებაში ამ პერიოდის განმავლობაში შეტანილი ცვლილებები.

4. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია წევრის გასვლის გამო ცვლილება შეიტანოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში.

5. კოოპერატივის წევრთა რეესტრში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტანილი ის დასაბუთებული მიზეზი, რამაც გამოიწვია კოოპერატივის წევრის გასვლა. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად ითვლება კოოპერატივის წევრთა რეესტრში გასვლის რეგისტრაციის მომენტიდა