1. კოოპერატივის წევრები კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავიანთ უფლებებს ახორციელებენ პარტნიორთა კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. კოოპერატივის ყოველ წევრს უფლება აქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა პარტნიორთა კრების მუშაობაში და განახორციელოს თავისი ხმის უფლება.

3. ხმის უფლება არ შეიძლება გამოიყენოს იმ პირმა, რომლის საკითხიც იხილება პარტნიორთა კრებაზ