1. პარტნიორთა კრება მოიწვევა, კრების ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით განსაზღვრული წესით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით.

2. პარტნიორთა კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს კრების მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს სხვა ნებიოსმიერი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლითაც მოიწვევა პარტნიორთა კრება.

3. იმ საკითხზე, რომელიც არ არის შეტანილი გამოცხადებულ დღის წესრიგში, გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე პარტნიორთა საგანგებო კრების მოწვევის შესახებ.

4. გადაწყვეტილება მომავალი პარტნიორთა კრების ჩატარების თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს პარტნიორთა კრებაზ