1. პარტნიორთა კრების ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:
ა) წესდების შეცვლა;
ბ) იურიდიული მისამართის შეცვლა;
გ) საფირმო სახელწოდების შეცვლა;
დ) პაის გაზრდა;
ე) დამატებითი შენატანის გადახდის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება, შესაბამისი პაის მფლობელის თანხმობით;
ვ) ინვესტორი წევრის გათვალისწინება ან ხმის უფლების განსაზღვრა;
ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაზრდა;
თ) პაის დაყოფა.
2. ამ მუხლში აღნიშნული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებითაც ცვლილება შედის წესდებაში და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
4. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით ძალაში შედის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდა