1. პარტნიორთა კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.
2. პარტნიორთა წლიური კრება მოწვეულ უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში.
3. პარტნიორთა კრებას იწვევს ხელმძღვანელი ორგანო, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებსაც არ აქვთ კრების მოწვევის უფლებამოსილება. პარტნიორთა კრების მოწვევა წარმოადგენს ხელმძღვანელი ორგანოს მოვალეობას.
4. პარტნიორთა კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ კოოპერატივის წევრთა 10 პროცენტი ან წესდებით გათვალისწინებული სხვა რაოდენობა წერილობით მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით.
5. თუ კოოპერატივის წევრთა მოთხოვნა კრების მოწვევის თაობაზე არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ წევრებს მიანიჭოს პარტნიორთა კრების მოწვევის უფლებამოსილებ