1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით დარღვევა –
გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაში, 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან.
3. სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
4. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 17715, 17716, 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ დგება ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. ამ შემთხვევაში მიიღება ამ კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება.“.
6. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით, 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.
7. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო მის იურიდიულ მისამართზე.“.
8. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 22 ნაწილით გათვლისწინებული შემთხვევისა.“.
9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2631 მუხლი:
„მუხლი 2631. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა
ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.
10. 266-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები:
„8. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებებით მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით.
9. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
11. 267-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და მისი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
12. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე - მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება.“.
13. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).
2. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.”.
14. 276-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.“.
15. 278-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე - მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება.“.
16. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.“.
17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2904 მუხლი:
„მუხლი 2904. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
1. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
4. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.“.
18. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2904 მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება 1291 მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად.