სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
„კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 07 აგვისტო.
კრების დღის წესრიგი განისაზღვრება შემდეგნაირად:
1. 2019 წლის ფინანსური შეჯამება;
2. „კომპანიის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შვილობილი კომპანიის დაფუძნება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით (შემდგომში – „შვილობილი კომპანია“);
3. „შვილობილი კომპანიის“ კაპიტალში „კომპანიის“ კუთვნილი უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. მცხეთაში, სამხედრო ქუჩა №15-ში მდებარე, 404 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა №1, №2 და №3-ის (მიწის საკადასტრო კოდი: 72.07.03.101) შეტანა, შემდგომში მითითბული უძრავი ქონების „შვილობილი კომპანიის“ მიერ მართვის მიზნით;
4. სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკიდან“ ახალი საბანკო კრედიტის აღების საკითხი;
5. სხვადასხვა.
საერთო კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელო“-ს დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორი“-ში, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ: 2 25-15-60; 2 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ ლელოში“, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
პატივისცემით,
სს „ლელოს“ დირექტორი ბესიკ ახალაძე