შპს „ბვა-ს“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ბვას“ (ს/ნ 412674850) პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
ბახოდირ ხუდაიაროვს (პ/ნ 01004002025) მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ქუჩა ენთუზიასტების გზატკეცილი, სახლი 24/43, ოთახი 44.
ვინაიდან, შპს „ბვას“ მიმართ 2013 წლის 26 ივლისს დაიწყო იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დირექტორის, გივი მერკვილაძის, გარდაცვალების გამო და ვინაიდან, კომპანიის მუშაობა შეფერხებულია დირექტორის ვერ დანიშვნის გამო, მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან გამოსავალს და კომპანიის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს მხოლოდ პარტნიორთა კრების მოწვევა და ახალი დირექტორის არჩევა. აღნიშნულთან დაკავშირებით გატყობინებთ, რომ ვიწვევთ პარტნიორთა საერთო კრებას 2020 წლის 24 აგვისტოს. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გატყობინებთ:
შპს „მ და ვ“ (ს/ნ 212909904), როგორც შპს „ბვას“ პარტნიორი, იწვევს შპს „ბვას“ (ს/ნ 412674850) პარტნიორთა კრებას 2020 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №33, ოფისი 6.
კრების დღის წესრიგს და განსახილველ საკითხს წარმოადგენს:
1. კომპანიის დირექტორად გიორგი ყავლაშვილის (პ/ნ 01015005953) დანიშვნის საკითხი.
გთხოვთ, წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში მოგვმართოთ დღის წესრიგში რაიმე საკითხის შეტანის შესახებ.
პატივისცემით,
შპს „მ და ვ“-ს დირექტორი ვიტალი ხეცურიანი