სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.08.2020
ძალაში შესვლა 18.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016783
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.08.2020 მიღება
18.08.2020 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 17.08.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 12.02.2024 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 13.02.2019 მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 03.12.2015 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 26.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-91/ნ  2020 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი სსიპ −  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულება, დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 თებერვლის N36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 18 აგვისტოდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე