საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.017054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №125

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/05/2020, 140030000.22.034.017001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროში საჯარო მოხელედ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მისაღები პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამხმარე მოსამსახურედ მისაღები კანდიდატი, აგრეთვე, საჭიროებრისამებრ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  შტატგარეშე მოსამსახურედ ან სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირი.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად მისაღები კანდიდატი, ასევე საჭიროებისამებრ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მისაღები პირი ექვემდებარება ექსპერტიზას მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის I-II გრაფებით განსაზღვრული ფუნქციების განმახორციელებელ თანამდებობებზე დანიშვნის შემთხვევაში.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში უმცროსი ინსპექტორის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირად კანდიდატი მიიღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებების მიერ მისაღებ კანდიდატზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური