„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №45 |
|
2020 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მონიტორინგის სამმართველო;“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. მონიტორინგის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) აღმოსავლეთ მონიტორინგის სამსახური; ბ) დასავლეთ მონიტორინგის სამსახური; გ) მოკვლევის განყოფილება. 2. მონიტორინგის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას და განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს; ბ) დეპარტამენტის დირექტორს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ახდენს შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისთვის წარდგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ახორციელებს მის საკურატოროში შემავალი დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|