„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.017624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №95

2025 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საგამოძიებო მთავარი სამმართველო;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) „ე.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ვ) „ვ.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ზ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.თ) „თ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ი) „ი.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131

1. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ქ. თბილისის I საგამოძიებო სამსახური;

ბ) ქ. თბილისის II საგამოძიებო სამსახური;

გ) მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამსახური;

დ) ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახური;

ე) შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახური;

ვ) სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო სამსახური;

ზ) კახეთის საგამოძიებო სამსახური;

თ) იმერეთის საგამოძიებო სამსახური;

ი) გურიის საგამოძიებო სამსახური;

კ) აჭარის საგამოძიებო სამსახური;

ლ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საგამოძიებო სამსახური.

2. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებათა გამოყენება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიების/ოპერატიული საქმიანობის/პატრულირების განხორციელებისას ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული სატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;

დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა (მონაცემების შეგროვება/დამაგრება/მოპოვება) და ინფორმაციის ასახვა ცნობაში და შესაბამის ბარათში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 9 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.017624.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №95, 09.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017624 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6622692/