„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.017353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №24

2023 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 040030000.22.034.016857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველო;“.

2. 141 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:“.

3. მე-16 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„I, II, III და IV მთავარი სამმართველო (აღნიშნულ მთავარ სამმართველოებში შემავალი სპეციალური დანიშნულების დანაყოფების გარდა), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:“.

4. მე-17 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„I, II, III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო და ქვემო ქართლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ:“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური