„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2020 წლის 20 აგვისტო ქ. გურჯაანი |
„15. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იღებს და ათავისუფლებს მერი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.
2. მერის წარმომადგენელი:
ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას. აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში; ვ)უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;
ვ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც მერის მიერ უფლებამოსილი პირი, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ი) უზრუნველყოფს საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ( გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ოჯახური შემადგენლობის, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
კ) უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა, განახორციელონ ამ კანონით მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილებები, მათ შორის, იმავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით;
3. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი. წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე წარმომადგენლის ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.08.2020. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.166.016487.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №22, 20.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016487 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4969247/