„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №123

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები:

ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;

ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი;

ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი;

ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ.ზ) უფროსი დეტექტივი;

ბ.თ) დეტექტივი;

ბ.ი) უფროსი გამომძიებელი;

ბ.კ) გამომძიებელი.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აწესებენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ზედამხედველობას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სისტემაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №1
შემაკავებელი  ორდერი №000000

 

1. შემაკავებელი ორდერის (შემდგომ – ორდერი) გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

__________________________________________________________________________________

2. ორდერის შედგენის თარიღი, დრო (საათი, წუთი) და ადგილი

__________________________________________________________________________________

3. ორდერის შედგენის საფუძველი

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(კონკრეტულად, რაში გამოიხატა ძალადობა)

4. ორდერის მოქმედების ვადა

_________________________________________________________________________________

5. მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი

_________________________________________________________________________________

6. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

7. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი):

 

ა) ფიზიკური;

ბ) ფსიქოლოგიური;

გ) ეკონომიკური;

დ) სექსუალური;

ე) იძულება;

ვ) უგულებელყოფა.

 

8. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ორდერით მოძალადეს განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები (გაუსვით ხაზი):

ა) მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;

ბ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

გ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) მოძალადეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

ე) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

ვ) მოძალადეს შეეზღუდოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(შეზღუდვის არსი)

 

ზ) მოძალადეს აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება;

თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) და შენახულ იქნეს კანონით დადგენილი წესით;

ი) მოძალადეს დაუწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა;

კ) მოძალადეს დაეკისროს სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

9. მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები (გაუსვით ხაზი):

ა) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნეს მოძალადისაგან;

ბ) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი მოთავსდეს თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში;

გ) არასრულწლოვანი განცალკავდეს მოძალადისაგან;

დ) მოძალადის მიმართ განხორციელდეს ელექტრონული ზედამხედველობა:

 

                                       □  დიახ                □ არა             □  არა, მსხვერპლის უარის საფუძველზე

 

ე) სხვა ღონისძიება:

__________________________________________________________________________________

(სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია მსხვერპლის დასაცავად)

 

10. ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

11. ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე.

12. ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში.

13. ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და მათ დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, თუ ორდერი ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება.

14. მსხვერპლმა ან მოძალადემ ორდერი შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

__________________________________________________________________________________

(მოძალადის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

__________________________________________________________________________________

(მსხვერპლის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

 

_______________________________________

(ორდერის შემდგენელი პირის ხელმოწერა)

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2020.
როდის იქნა მიღებული „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017052.
რამდენი მუხლისგან შედგება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №123, 20.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017052 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4969404/