„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №281 |
|
2017 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016332) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 ამ ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვა და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.“. 2. დანართი №1-ით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ორდერის მოქმედების ვადა _______________________________________________________“
ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსხვერპლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი და საცხოვრებელი ადგილი ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________
4. მოძალადის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 5. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი): „ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური; დ) სექსუალური; ე) იძულება; ვ) უგულებელყოფა.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია (გაუსვით ხაზი): ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდება და მათი თავშესაფარში მოთავსება; გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; დ) არასრულწლოვნისგან მოძალადის განცალკევება; ე) მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ვ) მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების აკრძალვა; ზ) მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------ (შეზღუდვის არსი) თ) მოძალადისათვის იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების აკრძალვა; ი) პირად საკუთრებაში არსებული იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო) ჩამორთმევა და შენახვა; კ) _________________________________________________________________________________ (სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის)
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შემაკავებელი ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში.“; ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „10 1. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით; ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. 102. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.“; ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11._____________________________________________________________________________ მოძალადის ხელმოწერა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ მსხვერპლის ხელმოწერა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, უარის მიზეზი“.
3. დანართი №2-ით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია
“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შემაკავებელი ორდერის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და რჩება მის გამომცემ ორგანოს. ოქმის შემდგენელის ხელმოწერით დამოწმებული ოქმის ასლი წარედგინება ზედამხედველ პროკურორს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №281. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016649.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №281, 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016649 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3685751/