„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2020 წლის 21 აგვისტო ქ. დედოფლისწყარო |
1. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (ბრძანებით) ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.
2. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 12. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მერის უფლებამოსილების ვადით სამსახურში უკონკურსოდ იღებს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.
3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში საერთო კრებების, მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;
გ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს/მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;
თ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელებისა და ნუმერაციის შესახებ;
ი) საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებზე მერიაში წარსადგენად გასცემს დახასიათებას და რეკომენდაციას;
კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულებას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების გაცნობას;
მ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწვდილი ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;
ნ) მერის დავალებით მერის წარმომადგენელი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ო) კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებისას მერის წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება, შეადგინოს ოქმი და გასცეს ცნობა;
5. მერის წარმომადგენელზე მერის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ მერის ან მისი დავალებით მერის მოადგილეების, მერის უფლებამოსილი პირების, მერიის სამსახურების ან/და კომისიის მეშვეობით მათთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისად.
6. მერის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელიც ინახება მერის წარმომადგენელთან, იგი პასუხისმგებელია მათ შენახვა გამოყენებაზე.“.
3. დებულების 42-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ამ დებულების მე-8 მუხლის მე -3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.08.2020. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.169.016465.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბერის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №20, 21.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016465 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4970098/