პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23/2020 |
|
2020 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ1“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის
მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
|
| მუხლი 3 |
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/საარჩევნო ბლოკები/ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №38/2017 დადგენილება. 2. „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“?
- „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 24.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №23/2020. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.15.008.016495.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.07.2021-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №23/2020, 24.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016495 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4971488/