ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 340700000.22.023.016645
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ძრავა – მინერალური |
| 2 | ჰიდრავლიკური გადამცემი – მინერალური |
| 3 | კომპრესორები – მინერალური |
| 4 | ტურბინები – მინერალური |
| 5 | ლითონდამამუშავებელი ზეთები – მინერალური |
| 6 | ელექტროსაიზოლაციო ზეთები – მინერალური |
| 7 | ანტიკოროზიული ზეთები – მინერალური |
| 8 | ჟელესმაგვარი გამაგრილებელი სითხეები – მინერალური |
| 9 | ძრავა – სინთეზური |
| 10 | კომპრესორები – სინთეზური |
| 11 | ტურბინები – სინთეზური |
| 12 | ჰიდრავლიკური გადამცემი სითხეები – სინთეზური |
| 13 | ლუბრიკანტი – სინთეზური |
| 14 | ლითონდამამუშავებელი ზეთები – სინთეზური |
| 15 | ფორმების გასაპოხი ზეთები – სინთეზური |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი
დოკუმენტის ტექსტი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-773
2020 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ზეთები) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს.
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ზეთები;
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსით და „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3🔗.
მგვ რეესტრის ადმინისტრირება
1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა
1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ზეთების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების შესახებ არ არის საჯარო.
მუხლი 5🔗.
მგვ რეესტრში რეგისტრაცია
1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია 2021 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე – my.mepa.gov.ge, სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად.
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
მუხლი 6🔗.
რეგისტრაციის გაუქმება
1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7🔗.
ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
მუხლი 8🔗.
მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება
1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ;
ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები;
გ) კომენტარების ველში შესწორების მიზეზი.
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი.
დანართი 1
ზეთების მწარმოებლების მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა
□ რეგისტრაცია რეესტრში
□ რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება
□ რეგისტრაციის გაუქმება
რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი
(მონიშნეთ „X”-ით )
მწარმოებლის სახელწოდება:
ეკონომიკური საქმიანობის კოდი:
საიდენტიფიკაციო ნომერი:
ვარ საქართველოში მწარმოებელი:
□
ვარ იმპორტიორი:
□
საკონტაქტო ინფორმაცია:
საფოსტო ინდექსი
იურიდიული მისამართი
ფაქტობრივი მისამართი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
ვებგვერდი:
საკონტაქტო პირი:
სახელი:
გვარი:
ტელეფონი:
ელ.ფოსტა:
რეგისტრაციის წინა წელს ბაზარზე განთავსებული ზეთების და საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ზეთების რაოდენობა (ტონა)
წინა წელს ბაზარზე განთავსებული ზეთების რაოდენობა ტონა
საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ზეთების რაოდენობა ტონა
ზეთის სახეობა
მონიშნეთ Х-ით ბაზარზე განთავსებული ზეთის სახეობა მე-4 დანართიდან
1
□
2
□
3
□
4
□
ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის წევრობის შესახებ
(მონიშნეთ „Х”-ით, თუ მწარმოებელი არის კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი)
მგვ ორგანიზაცია
□
მგვ ორგანიზაციის სახელწოდება
□ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით).
დამატებითი კომენტარები:
პასუხისმგებელი პირის სახელი /გვარი
ხელმოწერა
კომპანიის სახელწოდება:
კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
დანართი 2
ზეთების მგვ ორგანიზაციის მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაცის გაუქმების ფორმა
□ რეგისტრაცია რეესტრში
□ რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება
□ რეგისტრაციიდან მოხსნა
რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და მიზეზი
(მონიშნეთ „X”-ით )
მგვ ორგანიზაციის სახელწოდება:
საიდენტიფიკაციო ნომერი:
საკონტაქტო ინფორმაცია:
საფოსტო ინდექსი
იურიდიული მისამართი
ფაქტობრივი მისამართი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
ვებგვერდი:
საკონტაქტო პირი:
სახელი:
გვარი:
ტელეფონი:
ელ.ფოსტა:
ზეთების სახეობა
მონიშნეთ „Х”-ით ბაზარზე განთავსებული ზეთების შესაბამისი სახეობა მე-4 დანართიდან
1
□
2
□
3
□
ივსება მგვ ორგანიზაციის კოლექტიური სქემის შემთხვევაში
მგვ ორგანიზაციაში შემავალ მწარმოებელთა ნუსხა საგადასახადო კოდის მითითებით
(ინფორმაცია თითოეული მწარმოებლის შესახებ ივსება ცალკე გრაფაში)
1.
9.
2.
10.
3.
11.
4.
12.
5.
13.
6.
14.
7.
15.
8.
16.
……………………………….
…………………………………
□ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით).
დამატებითი კომენტარები:
მგვ ორგანიზაციის სახელწოდება:
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
წარდგენის თარიღი:
დანართი 3
მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა
მწარმოებლის დასახელება
მწარმოებლის რეესტრის ნომერი
რიცხვი, თვე, წელი
□ ვარ მგვ ორგანიზაცია და ანგარიშგებას ვახდენ მწარმოებლის სახელით
□ მგვ ორგანიზაციის სახელწოდება
□ მგვ ორგანიზაციის რეესტრის ნომერი
№
დანართი 4-ის შესაბამისად ზეთების სახეობები
მოცულობა
(თვიურად ლიტრებში)
ჯამური წონა (თვიურად ტონებში)
იმპორტირებული
საქართველოში წარმოებული
სასაქონლო კოდი
1
2
3
4
5
6
7
ჯამი
ჯამი
ჯამი
ჯამი
□ ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა არადეკლარირებული რაოდენობები (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით თუ, საანგარიშო პერიოდისთვის არ არსებობს სხვა რაოდენობები).
□ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით).
დამატებითი კომენტარები:
პასუხისმგებელი პირის დასახელება:
ხელმოწერა:
დანართი 4
ზეთების სახეობა
1
ძრავა – მინერალური
2
ჰიდრავლიკური გადამცემი – მინერალური
3
კომპრესორები – მინერალური
4
ტურბინები – მინერალური
5
ლითონდამამუშავებელი ზეთები – მინერალური
6
ელექტროსაიზოლაციო ზეთები – მინერალური
7
ანტიკოროზიული ზეთები – მინერალური
8
ჟელესმაგვარი გამაგრილებელი სითხეები – მინერალური
9
ძრავა – სინთეზური
10
კომპრესორები – სინთეზური
11
ტურბინები – სინთეზური
12
ჰიდრავლიკური გადამცემი სითხეები – სინთეზური
13
ლუბრიკანტი – სინთეზური
14
ლითონდამამუშავებელი ზეთები – სინთეზური
15
ფორმების გასაპოხი ზეთები – სინთეზური
16
ანტიკოროზიული ზეთები – სინთეზური
17
ელექტროსაიზოლაციო ზეთები – სინთეზური