ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-774 |
|
2020 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული ,,ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი“.
|
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“).
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები;
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ;
გ) მეორადი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა – ექსპლუატაციაში ნამყოფი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოყენება პირდაპირი დანიშნულებით.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ არ არის საჯარო.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად.
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება, მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას, მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ;
ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები;
გ) კომენტარების ველში შესწორების მიზეზი.
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი.
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებებიხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-774. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.22.023.016646.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.08.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-774, 31.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016646 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4979053/